თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალის გაძარცვა სცადეს.
როგორც “გურია ნიუსს” საქართველოს ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი ადამანი უკვე დაკავებულია.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია ძარცვის მუხლით.