ევროპაში Covid-19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელგიაში.
სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამი |
“არავაქცინირებულ ახალგაზრდა ზრდასრულ ქალს, რომელსაც განუვითარდა გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები თურქეთის გავლით ეგვიპტეში მოგზაურობიდან 11 დღის შემდეგ, კოვიდის ახალი ვარიანტი B. 1.1.529 დაუდასტურდა.
პაციენტს არ ჰქონია რაიმე კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნებთან.
მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ განუვითარდა მსგავსი სიმპტომები.
KU Leuven-ისა და UZ Leuven-ის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ დიაგნოზის დასმის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა ჰქონდა“, _ წერს ფეისბუქზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.