ეს იყო სურეალისტური სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილისგან წამებული გმირის გამოყვანას”, _ ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილი არაფერს ნანობს.
“აშკარაა, რომ ეს კაცი არაფერს ნანობს. არცერთი შეცდომა არ აქვს გაანალიზებული და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რატომ ეზიზღება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ამ გამოსვლას არაფერი ჰქონდა საერთო პატიების თხოვნასთან, მონანიებასთან, ან შეცდომების რეალურ გაანალიზებასთან.
არაფერია იმაზე ცინიკური, სააკაშვილისგან მოისმინო, რომ თურმე, “არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და თურმე, ეს ყველაფერი პიარისთვის მოგონილი ამბავია”. არაფერია იმაზე თავხედური და გამაღიზიანებელი, რომ თურმე „7 ნოემბერი არა დანაშაული, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან დაცვა ყოფილა“. ძირითადად მთელი მისი გამოსვლა საკუთარი მომხრეების მობილიზებაზე ორიენტირებული დადგმული სპექტაკლი იყო. სურეალისტური სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილისგან წამებული გმირის გამოყვანას“, – წერს გვიდიანი facebook-ზე.