ვერძი
ტიპიური ვერძი ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიულია. მთავარია, სამუშაო საინტერესო იყოს. ზოგჯერ, ვერძებს აკლიათ ნებისყოფა და ენთუზიაზმი. გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც დიდ დროს მოითხოვს მათთვის არ არის…
კურო
კუროს მოთმინებასა და მონდომებაში ვერც ერთი ნიშანი ვერ შეედრება. სწორედ ამიტომ, კუროები დიდ რეზულტატსაც აღწევენ. მართალია, ამაზე დიდი დრო ეკარგებათ, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდილებას და ცოდნას აგროვებენ. კუროს თავისუფლად შეუძლია თეორია პრაქტიკაში გადაიტანოს და სხვებს მაგალითი აჩვენოს.
ტყუპი
ორატორობა და პუბლიკის წინაშე გამოსვლა სიტყვით – ტყუპების საქმეა! ამაში მას ბადალი არ ჰყავს. ტყუპებს ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ მოლაპარაკება. რუტინული და ერთფეროვანი სამუშაო მათთვის მტანჯველია, ამიტომ უმრავლესობა ისეთ სფეროს ირჩევს, სადაც ადვილია განვითარება და წინსვლა.
კირჩხიბი
კირჩხიბები როგორც წესი, არ ახმაურებენ თავიანთ გეგმებს. მათ ურჩევნიათ რაღაცას დამოუკიდებლად და კონკურენციის გარეშე მიაღწიონ. მუშაობენ განწყობის მიხედვით. შეიძლება ერთ დღეს 24 სთ იმუშაონ, მეორე დღეს თავისუფლად გააცდინონ სამსახური და სახლში დარჩნენ.
ლომი
ლომი დიდი ენთუზიასტია. ის თავის ენთუზიაზმს სხვებსაც გადასდებს. ეს იქამდე გრძელდება, სანამ სიზარმაცის პერიოდი არ დაუდგება. ასეთ დროს, მას შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეც მიატოვოს. ლომები ხშირად შესანიშნავი ორგანიზატორები არიან.
ქალწული
ქალწული სამუშაოს ყოველთვის გულმოდგინედ და დეტალურად ასრულებს. ამაში მას ბადალი არ ჰყავს. ისინი ყოველ წვრილმანს ხედავენ და ითვალისწინებენ. საქმეს კი იდეალურად ასრულებენ.
სასწორი
სასწორი არ არის ყველაზე მუშაობის უნარიანი ნიშანი. მას უნდა აინტერესებდეს საქმე, რომელსაც აკეთებს. თუ სასწორს ლამაზ პერსპექტივას დაუხატავთ, ის სიამოვნებით ჩაერთვება პროცესში. მას მდიდარი ფანტაზიაც ეხმარება.
მორიელი
მორიელი მთლიანად ეფლობა სამუშაო პროცესში. რასაც ხელს მოკიდებს, სრულყოფილებამდე მიჰყავს. მორიელი ძალიან მომთხოვნია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი არ არის საუკეთესო მუშაკი. იდეოლოგის როლში კი შეუცვლელია. ის უფრო ხელმძღვანელია, ვიდრე შემსრულებელი. ბევრი მშვილდოსანი იურიდიულ სფეროში მუშაობს, ადვოკატად, მოსამართლედ და პროკურორად.
თხის რქა
კლასიკური ადმინისტრატორია. ის მუშაობს გეგმიურად და ზომიერად. ამასთან ერთად, მას ამბიციებიც აქვს, რომელიც ადრე თუ გვიან რეალიზდება.
მერწყული
ყველაზე ორიგინალურები, მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. ისინი არასტანდარტული მიდგომებით გამოირჩევიან და ხშირად იგონებენ რაღაც ახალს.
თევზი
თევზების სამუშაო რითმი მათ განწყობაზეა დამოკიდებული. პრობლემა იმაშია, რომ თევზებს განწყობა ხშირად ეცვლებათ. სწორედ ამიტომ, თევზები ყველაზე არასტაბილური მუშაკები არიან. თევზებისთვის უკეთესია მარტო მუშაობა, ვიდრე კოლექტივში.