ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დათო მჟავანაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა.
მან თქვა, რომ პატივი მიეგოთ წუთიერი დუმილით ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისთვის.
ინფორმაციისთვის, ფუტკარაძე ბათუმის ახალმოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
“ნუგზარ ფუტკარაძე მაგალითია იმისა, რომ ის არ გაიყიდა. ნუგზარი “ქართული ოცნების” ძალადობის მსხვერპლია,” – თქვა მჟავანაძემ.
[sexy_author_bio]