ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ირაკლი კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდათ მერის წარმომადგენლებს და მათ თანაშემწეებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა დავით შარაშიძემ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი დანიშნა.
კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიცია გაგა გაგუამ დაიკავა,
საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გივი დუდუჩავა დაინიშნა.
დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ლევან ცინცაბაძე გახდა.
ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი თეიმურაზ შარაშიძე, ზემო სურების ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ლომინეიშვილი, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ დოლიძე, ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ჩხაიძე, ხოლო დაბა ბახმაროში მერის წარმომადგენლად რომან კალანდაძე დაინიშნა.
მერის წარმომადგენლის თანაშემწეები კი შეიცვალა: დაბლაციხის, დიდი ვანის, ქვენობნის, ერკეთის, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულებში.