მშვილდოსანი
ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა.
ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ.
როცა მეგობარს სჭირდება მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან. იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა. შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმც კი ზოგჯერ ძალიან მწარედ) სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახოს ახლობელ ადამიანს.
[sexy_author_bio]