სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიოუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობილია.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კონსილიუმის წევრებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.
“პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, ესაა მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიკური თვალსაზრისით გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა”, – განაცხადა ექიმმა თენგო წულაძემ.