გურიაში თოვლს ელოდებიან. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გურიაში და მთლიანად საქართველოში სამშაბათიდან ცივი ამინდებია მოსალოდნელი. შეიძლება მცირედი წვიმა იყოს. 20 დეკემბრის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასები შემოვა. ორშაბათს 20 დეკემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +11, +13 გრადუსი. 21 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს მთელი კვირის განმავლობაში. 21 დეკემბერს საღამოს საათებში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. 22-23 დეკემბერს მკვეთრად იქნება გამოხატული თოვლის სახით. გამოიდარებს 25-26 დეკემბერს”,_ ამბობს გვაზავა.