ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებენ. ამის შესახებ ისინი Facebook-ზე წერენ.
“მეგობრებო, ყველას ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი. თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ, სასწრაფოდ დარეკეთ ნომერზე: 597146522. ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან. გადააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ”,– წერს სალომე შავიანიძე.