ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები კორპორაცია BBC-ის მომავალ პროექტებს ბოიკოტით ემუქრებიან.
ბოიკოტის მიზეზი დოკუმენტურ ფილმ „The Princes and the Press“-ის პირველი სერია გახდა.
ბუკინგემის სასახლის, პრინც უილიამისა და პრინც ჩარლზის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ BBC-ის ახალი ფილმი „ნამდვილ ამბად წარმოაჩენს გაბუქებულ და უსაფუძვლო მტკიცებებს პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის კონფლიქტის შესახებ“.
კერძოდ, ფილმში მონაწილეობს ჟურნალისტი ომიდ სკობი, რომელსაც „მეგანის რუპორს“ ეძახიან. ფილმში ის სამეფო ოჯახის წევრებს ჰარისა და მეგან მარკლის წინააღმდეგ შეთანხმებულ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბოიკოტის მუქარის საფუძველი გახდა ის, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს არ მისცემიათ შესაძლებლობა, ეთერში ფილმის გასვლამდე მის შინაარსს გასცნობოდნენ და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
[sexy_author_bio]