ფალსიფიცირებულ კოკაინს 16 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა BBC-ის ინფორმაციით, ბუენოს- აირესში მოხდა.
გამომძიებლები თვლიან, რომ უკანონო ნარკოტიკი ან რაიმე სახის შხამით იყო გაჟღენთილი, ან “დაჭრილი” სხვა ნივთიერებით.
რეგიონული უსაფრთხოების მინისტრმა მოუწოდა ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც კოკაინი იყიდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, გადააგდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკის გაყიდვა შემთხვევის ადგილას მოხდა. დაკავებულია 9 ადამიანი.
გამომძიებლები გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან ამოღებული და გარდაცვლილთა მიერ მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესადარებლად.