კორუმპირებული, ყაჩაღი, ბიუჯეტის მძარცველი, უინტელექტო – ეს არის ის ეპითეტები, რითაც ნიკა მელია კეზერაშვილს ამკობდა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია ამხილეს, რომ ის კეზერაშვილის ფულით ფინანსდებოდა.
„დღეს ნიკა მელია ამხილეს იმაში, რაც ისედაც ვიცოდით, რომ იგი სწორედ კეზერაშვილის ფულით ფინანსდებოდა. ზოგადად შავი ფული რომ ტრიალებდა და შავი ფულით ფინანსდებოდა ყველა საარჩევნო კამპანია და არა მხოლოდ ის, არამედ მათი ტელევიზიები, მათი ყველა აქცია და საქმიანობა, ეს ისედაც კარგად იცოდა ქართულმა საზოგადოებამ და ვიცოდით ყველამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საარჩევნო კამპანია დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.