“საქართველო თქვენს გვერდით დგას” – საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს.
“საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის “აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”, – წერს “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.