,,ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული შეცდომების განმეორება, როგორიც მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის გარშემო უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა.ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული შეცდომების განმეორება, როგორიც მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდეტნმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ტერორისტული ჯგუფები, არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინება და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას პარტნიორებისგან, მათ შორის, მკაცრი სანქციების დაწესებით.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
[sexy_author_bio]