NBC NEWS -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გავრცელებული გეგმა “რუსული იმპერიის” აღდგენის შესახებ სიმართლე არ არის. გარდა ამისა, მან გარეშე პირები დაადანაშაულა უკრაინის ტერიტორიის გამოყენებისთვის.
„ჩვენ სწორად ვიწინასწარმეტყველეთ სპეკულაციები ამ თემაზე, რომ რუსეთი ცდილობს იმპერიის აღდგენას, ეს სრული სიცრუეა“ , – თქვა პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.
თუმცა ეს კომენტარი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთმა აღიარა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარსტისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ურთიერთობა უკრაინასთან განსხვავდებოდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობისგან.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა აღიარა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ ქვეყანასთან“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან ერთად, პუტინი ამტკიცებს, რომ იგი რეალურად მხარს უჭერს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს და სწორედ ამიტომ ეხმარება უკრაინის სეპარსტიტულ რეგიონებს.
„ჩვენ შევინარჩუნებთ ამ პოლიტიკას ყველა ჩვენ მეზობელთან მიმართებაში“- თქვა პუტინმა, თუმცა მისი თქმით – „უკრაინასთან სიტუაცია განსხვავებულია, და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, სამწუხაროდ, მესამე მხარე ცდილობს უკრაინის ტერიტორიის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ“ – სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინმა მესამე მხარეში იგულისხმა აშშ, რომელიც აქტიურადაა ჩართული რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების განხილვაში.
[sexy_author_bio]