„ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მოცემულ სიტუაციაში მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
„მგონია, რომ ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.
წყარო: პრაიმტაიმი