გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “საშინელი შეცდომა დაუშვა” უკრაინაში ომის წამოწყებით. ამის შესახებ DW წერს.
კანცლერის თქმით, გერმანია კოორდინაციას აწარმოებს G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით.
ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა აბსოლუტურად გაუმართლებელია და მას „პუტინის ომი“ უწოდა.
„ცხადი გახდება, რომ პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა ამ ომის გაჩაღებით. რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა. მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ მან ბრძანა გერმანიის უსაფრთხოების კაბინეტის შეკრება და მოიწვია გერმანიის პარლამენტის საგანგებო სხდომა კვირას. მისი მოთხოვნით, ასევე მოიწვევა სპეციალური ვიდეოკონფერენცია G7-ის ლიდერებზე.
[sexy_author_bio]