კიევის ოლქის ქალაქი ვასილკოვო უკრაინულმა ჯარებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ შეინარჩუნეს, _ იუწყება www.unian.net.
ვასილკოვოს მერის ნატალია ბალასინოვიჩის თქმით, რუსების შტურმი ქალაქზე, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, მოგერიებულია.
მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქი რაკეტებით იბომბებოდა, ხოლო აეროდრომში დესანტი გადმოსვეს.
“შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქალაქში სიმშვიდეა”, _ ამბობს ბალასინოვიჩი