“მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ზე წერს.
„ მე მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პრეზიდენტს პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ.
დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა“, _ წერს ჯონსონი.
[sexy_author_bio]