უკრაინის დედაქალაქი კიევი კონტროლდება უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მიერ, ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.
“კიევში ვითარება მშვიდია. დედაქალაქს მთლიანად უკრაინის არმია და ტერიტორიული დაცვა აკონტროლებს. ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსანტთა ჯგუფებთან”, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ.