რუსთაველის გამზირზე, უკრაინის ხმარდამჭერი აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
პრეზიდენტს აქციის მონაწილეები ტაშით, ოვაციებით და შეძახილებით: “საქართველო” შეხვდნენ.
“თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.
შეგახსენებთ, მანამდე ხუთ სხავდასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეხიდის საშუალებით მიმართა.