უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საპორტო ქალაქ ბერდნიანსკთან დიდი რუსული სამხედრო გემი განადგურდა.
უკრაინის საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ დღეს დილით აზოვის ზღვაში რუსული სადესანტო გემი “ორსკი” დაიწვა.
უკრაინული მედია იუწყება, რომ ერთი რუსული ხომალდი ჩაიძირა, ორს კი ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საცავსა და საწვავის საწყობში.
bbc-ის ინფორმაციით, ამ ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროებიდან შეუძლებელია. რუსეთმა ბერდიანსკი რამდენიმე კვირის წინ აიღო და პორტს საწვავის შესავსებად იყენებს. ის ყირიმსა და ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლს შორის მდებარეობს.