ყაზანის „რუბინის“ ოფიციალური გვერდი Twitter-ზე ფოტოს ავრცელებს და ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება. ფოტო, სავარაუდოდ, ყალბია.
„მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ“ – ფოტოში ხვიჩა კვარაცხელია ამ წარწერით ხელში დგას, თუმცა დაკვირვებული თვალისთვის მარტივი შესამჩნევია, რომ ფოტოშოპია.
ფოტოზე ასოების დაშორება იმდენად სიმეტრიულია, რომ არ ჰგავს ადამიანის დაწერილს. გარდა ამისა, ერთნაირი ასოები იდენტურია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ხვიჩა სრულიად სხვა აქციაზე იმყოფებოდა სხვა წარწერით.
მაგალითად, ყველა ტ არის ზუსტად ერთნაირი. ასევე უ და სხვა დანარჩენი ასოები.
ტექსტი ჰოროზონტალურად წერია, თუმცა კარდონის ქაღალდი გადატრიალებულია.
ამის შესახებ ჯერ რუბინს განცხადება არ გაუკეთებია.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა ყაზანის „რუბინი“ და საქართველოში ჩამოვიდა.