23 აპრილის მდგომარეობით, საომარ ქმედებებს უკრაინაში 208 ბავშვი ემსხვერპლა, 337 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinfrom გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მონაცემების დასაზუსტებლად.