ეუთო უკრაინაში 8 წლიან სადამკვირვებლო მისიას წყვეტს.
როგორც BBC იუწყება, მოსკოვმა, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრია, ვეტო დაადო მისიის გაგრძელებას.
„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება… მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა ნაბიჯების გადადგმისა მისიის დასახურავად“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ.