“რია ნოვოსტს” რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის გამარჯვება რუსეთთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება გავლენას არ მოახდენს სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. ორივე კანდიდატი არის პრორუსული”, – თქვა მან და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა გააკეთა არჩევანი.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.