ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჩოხატაურში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვალერიან ლომთათიძე და გალაქტიონ ჩხიკვაძე მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
ასევე, სოფლებში, გორაბერეჟოულში, იანეულსა და ჯვარცხმაში ომში დაღუპული გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
“ვულოცავ ჩვენს გმირ ვეტერანებს გამარჯვების დღეს. ქედს ვიხრი მათი ღვაწლის წინაშე. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი. ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ”,- აცხადებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. ჩოხატაურის მერიის სახელით კი ვეტერანებს 500 ლარი გადაეცათ.