სამამულო ომში დაღუპულ სამტრედიელ ვასილ პაპავას, ამ დღეებში, მშობლიურ მიწას მიაბარებენ.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამტრედიის წარმომადგენლობას შეტყობინება მოუვიდა, იდენტიფიცირების შედეგად საქართველოში ჩამოსვენებული 9 ქართველი მებრძოლიდან ერთი, სამტრედიელი ვასილ პაპავაა. მას 23 მაისს მშობლიურ რაიონში ჩამოასვენებენ.
,,დაგვიკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან და გვითხრეს, რომ იდენტიფიცირებული ცხრა ნეშტიდან ერთ-ერთი სამტრედიელი ვასილ პაპავაა, რომლის შთამომავლები ამჟამად თბილისში ცხოვრობენ. თუმცა, ვასილ პაპავა, სურთ, საბოლოოდ, მშობლიური სამტრედიის მიწას მიაბარონ. ტელეფონით ასევე დამიკავშირდა და ეს ინფორმაცია დამიდასტურა მისმა შთამომავალმა, მღვდელმა ანგიამ, რომელიც თბილისში, გლდანულას დასახელებაში მდებარე ტაძრის მოძღვარია. სავარაუდოდ, ორშაბათს, 23 მაისს მოხდება დიდი სამამულო ომში დაღუპული ვასილ პაპავას ნეშტის მაცხოვრის ტაძარში დასვენება, ხოლო დაიკრძალება იქვე მდებარე საგვარეულო სასაფლაოზე”,_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სამტრედიაში, ედუარდ ახობაძემ.
ავტორი