ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, საქართველოს შემეცნებითმა ცენტრმა “ფემინამ” და ადგილობრივმა ქალთა ორგანიზაცია “გვირილამ” აქცია გამართა. ისინი თბილისში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურნენ.
“21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ”, _ განაცხადეს ორგანიზაციის წამომადგენელმა.
ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანით მოკლა, გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი