ჰოლივუდის ვარსკვლავები თავის მოვლის ხალხურ საშუალებებს ხშირად მიმართავენ, რაც ზოგჯერ უფრო ეფექტიანი ყოფილა, ვიდრე ძვირადღირებული კრემები და შამპუნები.
გვინეტ პელტროუ სხეულზე ხშირად ისვამს თაფლისა და ჰერკულესის ფაფის ნარევს, რაც კანს ელასტიკურობას ანიჭებს და აცოცხლებს.
დემი მურს გახდომაში წურბელები ეხმარებიან, ხოლო კეტრინ ზეტა ჯონსი კბილების ემალის გასათეთრებლად მარწყვის რბილობს იყენებს.
რაც შეეხება ჰოლი ბერს, ის ცელულიტს ყავის ნალექით ებრძვის, რომელიც კრაბის როლს ასრულებს.
სინდი კროუფორდი კანს დილა-საღამოს წყალშერეული რძით იწმენდს.
ანჯელინა ჯოლი დროის უქონლობის შემთხვევაში თმაში საბავშვო ტალკს იზელს, რომელიც მშვენივრად იწოვს ზედმეტ ცხიმს და შემდეგ მხოლოდ თმის დავარცხნაა საკმარისი, რომ ის მბრწყინავი და ფუშფუშა გახდეს.
ავტორი