ოზურგეთში, ლიბერთი ბანკის წინ აგრობარათის მიღების მსურველთა რიგში ამ წუთებში ყვირილი და კივილი ისმის.
აქ არიან სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, მერამდენედ მოვიდნენ აგრობარათების მისაღებად, თუმცა მხოლოდ რიგში დგომა უწევთ. რიგში დგომისას ერთი ქალბატონი ცუდად გახდა.
ლევან ცეცხლაძე, ხვარბეთი: _ რატომ გვაწვალებენ, რატომ გვაცდენენ, ასე ადამიანის დატანჯვა შეიძლება? ჯერ რიგიდან შენობაში ვერ შეაღწევ და თუ შეაღწიე, მაინც ვერ გაიგებ ხარ რიგში თუ არა. რა მოხდება რომ ეს ცარიელი ბანკის მანქანები გაუშვან სოფლებში და ორგანიზება გაუკეთონ ამ საქმეს და აქ ტყუილად არ გვაყურყუტონ. აზრი რომ ჰქონდეს რიგში დგომას კი ბატონო დავკარგავთ ერთ დღეს, ორ დღეს, მაგრამ მერამდენე დღეა აქ ხალხი დადის. ესაა ხალხის მომსახურება?
ნათელა დარჩიძე, ნარუჯის მკვიდრი: _ ცუდად გავხდი და რიგიდან გამოვედი. ამოდით ნარუჯაში და დაგვეხმარეთ. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა ახლა აქ.
ლელა ქავჟარაძე, ლიხაური:_ არ შეიძლება ხალხი ასე არ აწამოთ? სოფლებში რომ გამოუშვან მანქანები და ეტაპობრივად გადმოგვცენ აგრობარათები, ამის მოგვარება არ შეუძლიათ?
ვახტანგ შარაშენიძე, ნასაკირალი: ხუთშაბათს მერე აქ ვდგავარ. მეთექვსმეტე ვიყავი რიგში, მივედი, რაღაც დამაწერინეს, მითხრეს რომ არასწორი იყო. სოფელში რომ სხედან და ამთქნარებს მერის წარმომადგენლობა, არ შეუძლიათ ეს მოაწესრიგონ?
ავტორი