მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს შიმშილით, თუ რუსეთი არ გაათავისუფლებს უკრაინის პორტებს შავ ზღვაზე, _ ამის შესახებ განცხადებას BBC- ის ინფორმაციით, იტალიაში აკეთებენ.
„მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება ნიშნავს მილიონობით ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მძევლად აყვანას და სიკვდილით დასჯას“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.
მან დასძინა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი შემოჭრა იწვევს გლობალურ სასურსათო კრიზისს. მისივე საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ახლა უკრაინას ეკისრება მისი პორტების ირგვლივ არსებული წყლების განაღმვით, რათა გემები უსაფრთხოდ გაუშვან.