ბილი აილიშმა შაბათს ლონდონის O2 არენაზე მცირე ხნით შოუ შეაჩერა. ამის მიზეზი როგორც BBC იუწყება, მაღალი ტემპერატურის და გადაჭედვის გამო რამდენიმე გულშემატკივარის ცუდად გახდომა გახდა.
მან შეაჩერა მუსიკა, სანამ სცენის წინ წნევა არ შემცირდებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომღერალმა თაყვანისმცემლების მდგომარეობის გამო სიმღერა შეწყვიტა.
თებერვალში მან შეაჩერა ატლანტაში გამართული ტურნე, მას შემდეგ რაც შეამჩნია რომ ერთ-ერთ მსმენელს სუნთქვა უჭირდა და უარი თქვა გაგრძელებაზე, სანამ არ შეძლებდნენ მისთვის ინჰალატორის მიწოდებას.