უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში ჩაძირეს რუსული საბუქსირო გემი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან, “გველების კუნძულზე” საოკუპაციო ძალების მოსამარაგებლად მიდიოდა.
უწყების ცნობით, ბუქსირს ბორტზე ჰქონდა საზენიტო სარაკეტო სისტემა “TOR”.
“შავი ზღვის ფლოტის ბუქსირი “ვასილი ბეხ”-ზე თავდასხმა მოხდა შავ ზღვაში, შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მასალის, იარაღისა და პერსონალის გველების კუნძულზე ტრანსპორტირებისას”, – აცხადებს უკრაინის საზღვაო ძალები.
ვებსაიტის Marine Traffic-ის ცნობით, ნავმა სევასტოპოლი დატოვა და ყირიმში გადავიდა.
ავტორი