14-17 ივლისს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ქართული ფილმის დღეები გაიმართება.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორების: ლევან კოღუაშვილის, ლანა ღოღობერიძის, ვახტანგ გაბაშვილის, მარიამ ხაჭვანის, ლევან აკანის, კეკო ჭელიძის ფილმები. ამ ფესტივალის ფარგლებში ასევე აჩვენებენ 3 ქართულ მოკლემეტრაჟიანის ფილმს. აქედან ერთ-ერთი არის ოზურგეთელი რეჟისორის გიორგი მენაბდის ფილმი “ სისხლი“.
“სისხლი“-სთვის ეს არ არის პირველი კინოფესტივალი. ფილმის მსოფლიო პრემიერა პირველად 2020 წელს ლონდონში შედგა. 2021 წელს კი ფილმი ლოს- ანჯელესის კინოფესტივალზე აჩვენეს.
“მიხარია რადგან ეს ფილმი გასცდა საზღვრებს და იქაც კარგ განცდებს ტოვებს. ამ ბოლო დროს ძალიან კარგ ფესტივალებზე იყო “სისხლი“ ნაჩვები. ძალიან კარგია რომ ევროპელმა და ამერიკელმა მაყურებელმა ნახა ჩემს მიერ გადაღებული ფილმი. ფილმი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მოტივებზე არის გადაღებული. სამომავლოდ ველოდები, რომ ამ ფილმის ჩვენება მოხდება ტოკიოს კინოფესტივალზე. ველოდები პასუხს უახლოეს დღეებში. უახლოეს მომავალში ვაპირებ ფილმის გადაღებას გურულ/ქართულ ფოლკლორზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული მაქვს,“ – გვითხრა გიორგი მენაბდემ.
“გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა რეჟისორს.
ავტორი