მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანის სუსტი წერტილი ლამაზი ქალები ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი შეიძლება გავიხსენოთ:
გასტროლებზე ყოფნისას ერთი ქალის სილამაზემ სანდრო ლამის სულ გადარია და კარგა ხანს სთხოვდა შეხვედრას. ეს ამბავი ჟორა შავგულიძემ რომ გაიგო, გადაწყვიტა, ჟორჟოლიანს თავისებურად გახუმრებოდა. ჟორას იმ ქალბატონისთვის უთქვამს: სანდროს უთხარით, ვითომ მორცხვი ხართ და ღამით შეჰპირდით შეხვედრასო. გახარებული ჟორჟოლიანი დათქმულ ადგილას მივიდა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ იმ ქალის ნაცვლად ქალის სამოსში გამოწყობილი შავგულიძე ახვევდა თავბრუს.
ერთხელ, გასტროლებზე, ერთ-ერთმა მსახიობმა ჟორჟოლიანს საწოლის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა. საწყალს ისე დასცხა, რომ მთელი ღამე წრიალებდა. ცნობილია, რომ, ოდესის უნივერსიტეტის წყალობით, სანდრო ჟორჟოლიანი საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ ენას – გამართულად ლაპარაკობდა და კითხულობდა ფრანგულად, გამოწერილი ჰქონდა სხვადასხვა ფრანგული გამოცემა. პირადი ბედნიერება მას 42 წლის ასაკში ეწვია – 23 წლით უმცროს მშვენიერ პოლონელ პიანისტზე, დედით ქართველ ქალბატონზე, ირინა ორეხოვსკაიაზე დაქორწინდა, რომელთანაც მას უმშვენიერესი დინარა შეეძინა“.
ავტორი