უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კარილო ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრ Amstor-ზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაიჭრა.
მისი თქმით, 9 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ტიმოშენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
Economist-ის კორესპონდენტი, ოლივერ კეროლი კადრებს ავრცელებს, სადაც ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობს – “შენობაში ხალხია, კედლები კი ცვივა”.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა პოლტავას რეგიონში, ინდუსტრიული ქალაქი კრემენჩუკი დაბომბეს.
ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია”.
ავტორი