NATO-მ ფინეთი და შვედეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია. ინფორმაციას ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.
“დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, რათა გახდნენ NATO-ს წევრები და შევთანხმდით, რომ ხელს მოვაწერთ გაწევრიანების ოქმს. ალიანსში გაწევრიანება ფინეთსა და შვედეთს, ასევე ევროატლანტიკურ ზონას უფრო უსაფრთხოსა და დაცულს გახდის, NATO-ს კი მეტად გააძლიერებს. ფინეთისა და შვედეთის დაცვა ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის გაწევრიანების პროცესში”, – წერია განცხადებაში.
მანამდე, NATO-ს გენმდივანმა განაცხადა, რომ მოწვევის შემდეგ საჭიროა 30 პარლამენტში რატიფიკაციის პროცესი.
“როგორც წესი, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა მე ველი რომ ეს შედარებით დაჩქარებულად წარიმართება, რადგან მოკავშირეები მზად არიან, რომ ეს რატიფიკაციის პროცესი მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად”, – თქვა მან.
ცნობისთვის, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. მანამდე, მას შემდეგ, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).
ავტორი