აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში დასაქმებულმა ექიმებმა დღეს აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამედიცინო დაწესებულება დავით ტატიშვილის საკუთრებაში გადადის და შესაბამისად, იცვლება დირექტორიც.
მედიკოსების თქმით, კლინიკაში მომსახურების ტარიფები გაიზრდება, რაც პაციენტების შემცირებას გამოიწვევს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და პოლიკლინიკების მართვას აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო განახორციელებს.
როგორც ჯინჭარაძე ამბობს, არ შეიცვლება პერსონალი, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში კი, მომუშავეების ხელფასები გაიზრდება.
ავტორი