დღეს დილით ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა მათემატიკაში აბიტურიენტების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. სამტრედიელმა ნინო სანიკიძემ უმაღლესი, 51 ქულიდან 45 მიიღო. ნინიმ ასევე მაღალი მაჩვენებელი დადო ქართულ ენასა და ლიტერატურაში: მან 60- დან 58 ქულით გაახარა ოჯახი და უამრავი გულშემატკივარი.
ნინო სანიკიძე სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ის მათემატიკაში პედაგოგ ელზა ხუჭუას მოსწავლე იყო.
45 ქულა აიღო მათემატიკაში სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თემო შენგელიამ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში კი 60- დან 51.
ავტორი