ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში მოხდა, _ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის თქმით, მამაკაცმა დიაგნოსტირება გორმედში გაიარა, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი იგი თბილისში გადაიყვანეს, სადაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ამჟამინდელი მონაცემებით, სამცხე-ჯავახრთში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვლილთა რაოდენობა ორმაგადაა გაზრდილი.
ავტორი: ნინო ყაჭეიშვილი