საერთაშორისო მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვების შეზღუდვა დილის 7 საათიდან საღამოს 3 საათამდე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და არტერიული წნევის დაწევაში. ამის შესახებ ინფორმაციას nypost ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას 90 ჭარბი წონის მქონე ადამიანი იღებდა.
რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ შეზღუდულ პერიოდში ჭამდნენ, წონაში დაკარგეს დაახლოებით 5 ფუნტით მეტი, ვიდრე მათ, ვინც ჭამდა 12 ან მეტ საათს. მათ ასევე შეუმცირდათ არტერიული წნევა 14 კვირის განმავლობაში.
„ადრეული დროით შეზღუდული კვების ინტერვენცია შეიძლება იყოს ეფექტური მკურნალობა როგორც სიმსუქნის, ასევე ჰიპერტენზიისთვის“, – აცხადებენ კვლების ავტორები.
მათი თქმით, ის ასევე აუმჯობესებს განწყობას და ზრდის ენერგიულობას.
თუმცა, კვლევა ამით დასრულებული არ არის. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სამომავლო კვლევამ უნდა გამოიკვლიოს გლიკემიური საბოლოო წერტილები ჭამის შემდეგ ან 24 საათის განმავლობაში და ამ კვლევის ჩასატარებლად გაცილებით მეტი, დაახლოებით 300 ადამიანის ჩართვაა საჭირო კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.