ცოტა ხნის წინ ფლორიდაში მდებარე ერთ–ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი უალკოჰოლო ვისკი გამოუშვა.
კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელში ალკოჰოლი 0%–ია, მისი გემო არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ალკოჰოლიანი ვისკისაგან.
დამკვირვებლების ვარაუდით, უალკოჰოლო ვისკის ყველაზე მეტი მომხმარებელი ისლამურ ქვეყნებში ეყოლება.
ის მალე გამოვა გასაყიდად და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. სავარაუდოდ, 1 ლიტრი 10 ამერიკული დოლარი ეღირება.
ავტორი