14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 329 პირი.
კოვიდსტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 5397 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. 1921 შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში, 1158 შემთხვევა კი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
კორონავირუსით ინფიცირების 806 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, 790 – კახეთში, 702 შემთხვევა გამოვლინდა გურიაში, 627- შიდა ქართლში, 606- ქვემო ქართლში, 221 შემთხვევა დადასტუდა მცხეთა-მთიანეთში, 169 შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, 140 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.