შამპანურის ფუჟერი საგანგებოდ არის ვიწრო და მაღალი. ასეთი ფორმა იმის გარანტიას იძლევა, რომ ქაფი დიდხანს არ გაიშლება და გაზის ბუშტუკებიც დასხმისთანავე არ გაქრება.
ბოკალი წითელი ღვინისთვის ფორმით ბიდონს ჰგავს, ან – ფართოპირიან კასრს, რაც საშუალებას იძლევა, სასმლის გემო და არომატი სრულად „გაიხსნას“.
თეთრი ღვინის ბოკალი ზომით უფრო პატარაა, ვიდრე ბოკალი წითელი ღვინისთვის, თან, ნაკლებად „ღიპიანიც“. ბოლომდე მისი შევსება არ შეიძლება – ის მხოლოდ ერთი მესამედით უნდა შეავსოთ, რათა ნელ-ნელა სმის დროს ღვინო არ გათბეს.
ბოკალი „მარტინისთვის“ – თავდაპირველად ამ სასმელს ყინულის გარეშე მიირთმევდნენ. ერთი შეხედვით ბოკალის მოუხერხებელი ფორმა – სამკუთხედი, სასმელს ხელისგულებში გათბობისგან იცავს, თანაც, ზეთისხილი მასში ძალიან ლამაზად დაცურავს.
ბოკალი კონიაკისთვის აუცილებლად დაბალი, პატარა ფეხზე შემდგარი და მუცელგამობერილი უნდა იყოს. ასეთი ფორმის წყალობით, სასმელი სწრაფად გათბება და სასიამოვნო არომატს გამოსცემს. გინდა თუ არ გინდა, ამ ფორმის ბოკალი ხელისგულში უნდა მოიქციო. კონიაკის ჩვეულებრივ ჭიქაში ჩამოსხმა ლამის დანაშაულია.
ბოკალს ლიქიორისთვის – ტიტას ფორმა აქვს. გამოიყენება ლიქიორზე დამზადებული კოქტეილებისთვისაც.
ავტორი