დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, აქ მცხოვრები თემურ ჟვანიას სახლი მთლიანად დაიწვა.
–დაზუსტებით, არავინ იცის, რა მოხდა. ამბობენ, რომ სახლში, მეორე სართულზე, ჭერის კუთხეში ცეცხლი დენის მიზეზით გაჩნდა. რაკი სახლი ხისაა, ცეცხლი უცებ მოედო. ადგილზე მისული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა, როგორც ოზურგეთიდან, ისე ქობულეთიდან. თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, – თქვა „გურია ნიუსთან“ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელში, ვეფხია სიხუაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ საბედნიეროდ , მსხვერპლი არ არის.
_მართალია, ოჯახის წევრები მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა ამარა დარჩნენ, რაც ეცვათ, მაგრამ მსხვერპლი არ არის და ახლა მთავარი ესაა. დავეხმარებით. ასეთ დროს, ყველა ფეხზე დადგება, – გვითხრა მან.