მიმტანის სამუშაო არც ისე რთულია, დაამტკიცეს იაპონიის ერთ–ერთ რესტორანში, რომელიც სულ უფრო მეტად იკრებს პოპულარობას.
ხალხის გამორჩეული სიყვარულის მიზეზი ამ დაწესებულების მიმართ, გახდა მაიმუნი ფონო–ჯეკი, რომელიც მისმა პატრონებმა ოფიციანტად აიყვანეს.
ტოკიოდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ერთ–ერთი რესტორნის მეპატრონეები ფონო–ჯეკს გასამრჯელოს კაკლის სახით უხდიან, თუმცაღა, მისი სამსახური მართლაც ფასდაუდებელია.
მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება მეგაპოლისისგან საკმაოდ მოშორებით დგას, იაპონელები ქვეყნის ყველა კუთხიდან გროვდებიან რესტორანში უჩვეულო პერსონალის სანახავად. იქ მოსახვედრად წინასწარ, რამდენიმე თვით ადრეა საჭირო ჩაწერა, და ეს ყველაფერი, რესტორნის მფლობელთა აზრით, მაიმუნის დამსახურებაა, რომელმაც უმალვე მოიპოვა პუბლიკის სიყვარული.
ფონო–ჯეკი თავის მოვალეობებს შესანიშნავად უმკლავდება. მას ცხადია, არ შეუძლია სათანადო რჩევები მისცეს კლიენტებს მენიუსთან დაკავშირებით, მაგრამ თავაზიან სალამს მომსვლელთაგან არავის ამადლის. მოხერხებულად უცვლის ხელსახოცებს და ჭურჭელს, მოკლედ, ნამდვილი განძია.
რესტორნის მეპატრონის კაორუ ოტსუკას თქმით, მაიმუნს მოსწონს ასეთი სამუშაო.
„კარგი მანერები და გრაცია მას ამსგავსებს ფრანგ ოფიციანტს მდიდრულ რესტორანში, – ამბობს კაორუ. – ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე თბილი პირსახოცი მივაწოდე ისე, ცნობისმოყვარეობის გამო, ფონო–ჯეკმა კი ის კლიენტს მიურბენინა…“