მისისიპის შტატში, ქალაქ ჯექსონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა წყლის მზარდი კრიზისის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და პრაქტიკულად არ არის გამდინარე წყალი მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა დააზიანა ქალაქის წყლის გამწმენდი ნაგებობა.