კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისიის პირველი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ news.am წერს.
“მისიას დაევალა წინადადებების შემუშავება წარმოქმნილი დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – ამბობენ ОДКБ –ს შტაბბინაში.
როგორც გამოცემა წერს, ერევანში ჩასულ ჯგუფს ОДКБ-ს გაერთიანებული შტატის უფროსი, გენერალ–პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლან ზასი კი სომხეთში მომავალ კვირაში ჩავა
გამოცემა წერს, რომ ანატოლი სიდოროვი სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს უკვე შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალას წარუდგინა აზერბაიჯანის მიერ 13 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მოახლოებული მონიტორინგის საკითხები გააცნო.
უწყების ხელმძღავანელმა იმედი გამოთქვა, რომ ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს და კოლექტიური უშიშროების საბჭოს ოპერატიული მდგომარეობის შესახებ დეტალურ და ზუსტ ანგარიშს წარუდგენს.
უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფი შესაბამის სამუშაოებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბსა და სამხედრო ოპერაციების რაიონებში განახორციელებს.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ–საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ.
შეგახსენებთ, რო ამ დროისთვის, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა. 15 სექტემბერს დილით სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის